შპს ”ალტა სოფტვეარში” არის სამი ძირითადი მიდგომა ლიცენზირებისადმი:
  1. ბანკი2000, სესხები, LMS და დეპოზიტები - მომხმარებლის მიხედვით ლიცენზირება; 
  2. დამატებითი მოდულები - ერთჯერადი ლიცენზირება; 
  3. პროგრამული უზრუნველყოფის გადაცემა ყოველთვიური საზღაურის სანაცვლოდ.  

კასტომიზაცია, პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციონალური ცვლილება და დანერგვა განიხილება ცალკე პროექტად და წარმოადგენს მოლაპარაკების საგანს. 

ლიცენზირება ეხება მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფით სარგებლობის უფლებას. საავტორო უფლებები ეკუთვნის "ალტა სოფთვეარს".

ბანკი2000, სესხების, LMS და დეპოზიტების შემთხვევაში წარმოებს მომხმარებლის მიხედვით ლიცენზირება. მომხმარებელი არის პიროვნება / კლიენტის თანამშრომელი, ვინც მუშაობს პროგრამულ უზრუნველყოფასთან (ბანკი2000, სესხები, LMS და / ან დეპოზიტები).

მომხმარებლის მიხედვით ლიცენზირების დროს საჭიროა პროგრამულ უზრუნველყოფასთან მომუშავე თითოეული განყოფილების / ფილიალის /  სერვის-ცენტრისა და მომხმარებლის ლიცენზირება.  

ფილიალის / სერვის–ცენტრის ლიცენზია გულისხმობს უფლებას დამატებით შესაძლებლობაზე შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში,  სალიცენზიო პირობების შესაბამისად. ეს იძლევა კონფიგურაციის შეცვლის  შესაძლებლობას ფილიალის / სერვის ცენტრის (აგრეთვე ცენტრალური ოფისის) იმ ოპერაციების და პროცესების მიხედვით, რომელთა შესაბამისადაც უნდა მომზადდეს აუცილებელი ანგარიშგება - ცალ-ცალკე თითოეული ფილიალის / სერვის ცენტრისათვის. გარდა ამისა, ფილიალისთვის / სერვის ცენტრისთვის პროგრამის შიგნით დაშვებული ასეთი შესაძლებლობა საშუალებას აძლევს ფილიალს შეარჩიოს ფუნქციების და ნებართვების საჭირო კონფიგურაცია ფილიალში მყოფი სხვადასხვა მომხმარებლებისათვის.  

ლიცენზირების მიზნებისათვის ფილიალის / სერვის ცენტრის ლიცენზიის შეძენა საჭიროა დამატებითი / ახალი ფილიალის, განყოფილების და / ან სერვის-ცენტრის გახსნისას. მაგ., ბანკს შეძენილი აქვს ერთი ფილიალის ლიცენზია და შვიდი მომხმარებლის ლიცენზია. ფილიალი მდებარეობს მელიქიშვილის ქ. #4. გაიხსნა ახალი სერვის-ცენტრი შარტავას ქ. #5, სადაც ბანკი2000-თან უნდა იმუშაოს სამმა ოპერატორმა, დეპოზიტებთან - ერთმა თანამშრომელმა, ხოლო სესხებთან - ორმა. შესაბამისად, ბანკმა შარტავას სერვის-ცენტრისათვის უნდა შეიძინოს ერთი ფილიალის / სერვის-ცენტრის ლიცენზია, ბანკი2000 სამი მომხმარებლის, დეპოზიტების ერთ მომხმარებლისა და სესხების ორი მომხმარებლის ლიცენზიები.  

მომხმარებლის ლიცენზიების საფასური მოცემულია შპს „ალტა სოფთვეარის“ ფრაის-ლისტში.  

ფრაის-ლისტი შედგენილია შემდეგი პრინციპით: იგი შედგება ოთხი გვერდისაგან, სადაც პირველზე განთავსებულია ბანკი2000, სესხების, LMS-სა და დეპოზიტების მომხმარებლის მიხედვით ლიცენზირების საფასური. მეორე გვერდზე მოცემულია დამატებითი მოდულების ჩამონათვალი და ღირებულება. მესამე გვერდი წარმოადგენს პირველი გვერდის ინგლისურ ვერსიას, ხოლო მეოთხე - მეორე გვერდის ინგლისურ ვერსიას.  

პირველ გვერდზე ფასები დალაგებულია ძირითადი პროგრამების მიხედვით (პირველ გვერდზე ფასები დალაგებულია ძირითადი პროგრამების მიხედვით (core - ბანკი2000; loan - სესხები და LMS; depo - დეპოზიტები). User # გულისხმობს მომხმარებლის ლიცენზიების მაქსიმალურ ოდენობას, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს P/p/u USD გრაფაში მოცემული ფასი. Price total USD გრაფაში დათვლილია სულ ღირებულება განსაზღვრული ფასის ფარგლებში მოხმარებელთა მაქსიმალური რაოდენობისათვის. 

განვიხილოთ მაგალითი: კლიენტს დასჭირდა ბანკი2000 მომხმარებლის ცამეტი ლიცენზია, სესხების მომხმარებლის სამი ლიცენზია და დეპოზიტების ოთხი ლიცენზია. ბანკი2000-ის ფასები მოცემულია core-ში, ცამეტი მომხმარებელი ფასის მიხედვით ჯდება რაოდენობაში 10-დან 20-მდე, შესაბამისად ვიღებთ ფასს User # 20-ის გასწვრივ. ამ ფასს ვამრავლებთ ცამეტზე და ვიღებთ სულ გადასახდელ თანხას. სესხების ღირებულების გამოსათვლელად გადავდივართ loan-ზე, ვიღებთ ფასს User # 3-ის გასწვრივ და ვამრავლებთ სამზე. დეპოზიტების ღირებულების გამოსათვლელად მივდივართ depo-ზე, ვიღებთ ფასს User # 4-ის გასწვრივ და ვამრავლებთ ოთხზე. შემდეგ ვკრებთ თანხებს და ვუმატებთ ფილიალის / სერვის-ცენტრის საფასურს, რომელიც მოცემულია გვერდის ქვემოთ.  

დამატებითი მოდულების ლიცენზირება არ ხორციელდება მომხმარებლის ლიცენზიების მიხედვით, არამედ - ერთჯერადად გადასახდელი ღირებულებით. დამატებითი მოდულების ფასები მოცემულია ფრაის-ლისტის მეორე გვერდზე.  

პროგრამული უზრუნველყოფის გადაცემა ყოველთვიური საზღაურის სანაცვლოდ მოქმედებს ინტერნეტ ბანკისა და ზოგიერთი სხვა დამატებითი მოდულის შემთხვევაში. ამგვარი მიდგომა უზრუნველყოფს შესაბამისი პროდუქტების ხელმისაწვდომობას. კლიენტს აქვს საშუალება, წლებზე გაწეროს პროგრამული უზრუნველყოფის ბიუჯეტი და აი-ტი გადაწყვეტა მიიღოს მცირე ყოველთვიური გადასახადის სანაცვლოდ. შესაბამისად, აღარაა საჭირო მასშტაბური გადაწყვეტილებების მიღება და კლიენტის მიერ ფინანსური სახსრების მობილიზება.