შპს „ალტა სოფთვეარი“ ახორციელებს პროდუქტების - პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებასა და მხარდაჭერას. 

მხარდაჭერაში მოიაზრება პროდუქტის მომსახურება, კერძოდ, პროდუქტის ექსპლოატაციის შედეგად აღმოჩენილი ხარვეზების გასწორება, გაუმჯობესებები, სხვადასხვა სახის ცვლილებები.  

მხარდაჭერის შეძენის შემთხვევაში კლიენტი უზრუნველყოფილია პროდუქტის სრული მომსახურებით, პროდუქტის განახლებებისა და გაუმჯობესებების დაყენების უფლებით, ტექნიკური დახმარებით. 

არსებობს მხარდაჭერის ორი ვარიანტი: პრემიუმი და სტანდარტი. 

მომსახურების პაკეტი „სტანდარტი“ ძირითადად ორიენტირებულია ხარვეზების გამოსწორებაზე, აგრეთვე კლიენტს აძლევს უფლებას, დააყენოს სისტემის განახლებები. როგორც წესი, სტანდარტული მხარდაჭერის მომხმარებელს სრულიად აკმაყოფილებს სისტემის არსებული ფუნქციონალი, არ სჭირდება პროდუქტების გაფართოებული მომსახურება, კონსულტაციები, გამართული აქვს  სერვერები და სხვა დაკავშირებული სისტემები და არ აპირებს ბიზნეს პროცესების შეცვლას უახლოეს მომავალში. 

მხარდაჭერა „პრემიუმი“ მოიცავს „სტანდარტით“ გათვალისწინებულ მომსახურებასა და დამატებით მოიაზრებს კლიენტისათვის კონსულტაციების გაწევას, გარკვეული საათების გამოყოფას ამ კლიენტისათვის ყოველთვიურად, განვითარებისა და მორგების პროექტების ღირებულების დაფიქსირებას, დამატებითი ტექნიკური დოკუმენტაციის მიწოდებას.  

მხარდაჭერით „პრემიუმი“ სარგებლობენ ის კლიენტები, რომლებიც მუდმივად ავითარებენ საკუთარ ბიზნესს, ცვლიან და აუმჯობესებენ პროდუქტებს, ნერგავენ სიახლეებს და სჭირდებათ პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ფეხს აუწყობს მათ ზრდასა და განვითარებას.